Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო პროდუქტები წარადგინა
GBC news
26 May 2016, 15:51

თბილისი (GBC) - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი წარადგინა. 

სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში შექმნილი აგრარული მიმართულების საწარმოებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია.

 სამინისტროს სტენდთან ღონისძიების სტუმრებს ქართული ყველისა და ღვინის ნაირსახეობების დაგემოვნებისა და შეძენის საშუალებაც ჰქონდათ.

სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის აგრარული თემატიკის უნიკალური ნახატები და ფოტომასალა.

ტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დაათვალიერა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე აღნიშნა.

მინისტრის განცხადებით, აგრარულ დარგს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულების პოტენციალი აქვს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო არაერთ ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს აგრარული დარგის განვითრების მიმართულებით.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი